LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკოლეი კალკინი კინოეკრანებს ,,ამერიკული საშინელებათა ისტორიით” უბრუნდება

161
culkinahs913

საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო შოუ ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია” მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ უკვე სერიალის ცხრა სეზონი ვიხილეთ და მე-10 სეზონის შესახებ არანაირი ინორმაცია არ გვქონდა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, შოუს შემქმნელმა, რაიან მერფიმ  „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, რითიც ფარდა, მომავალი სეზონის სამსახიობო „ქასთის“ წევრების ვინაობას ახადა.

https://www.instagram.com/p/B9CSaAaJdZo/?utm_source=ig_embed

ყველასთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მე-10 სეზონში ერთ-ერთ მთავარ როლში „მარტო სახლის“ ვარსკვლავი, მაკალეი კალკინი მოგვევლინება.

მას პარტნიორობას ტელეშოუს უკვე კარგად ნაცნობი მსახიობები, სარა პოლსონი, კეტი ბეიტსი და ლილი რეიბი გაუწევენ.

„ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მე-10 სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები