LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამასთან არანაირი კავშირი არ მინდა მქონდეს“ – ილონ მასკის 18 წლის ტრანსგენდერი ვაჟი ხავიერ მასკი ვივიენ უილსონი გახდა

911
page

მილიარდერ ილონ მასკს 8 შვილი ჰყავს. ამჯერად მის 18 წლის ტრანსგენდერ ვაჟზე გიამბოთ, რომელიც აცხადებს, რომ მამასთან არანაირი კავშირის ქონა არ სურს და სახელისა და გვარის შეცვლას აპირებს.

ხავიერი და მისი ტყუპისცალი მასკს კანადელი მწერლის, ჯასინა უილსონისგან ჰყავს, რომელთანაც 2008 წელს იყო დაქორწინებული.

ხავიერმა კალიფორნიის სასამართლოს სულ ცოტა ხნის წინ მიმართა. მან სახელი ხავიერი ვივიენით ჩაანაცვლა და დედის გვარის აღებას აპირებს.

„მე დიდი ხანია ჩემს ბიოლოგიურ მამასთან არ ვცხოვრობ, არ მსურს მასთან რაიმე კავშირი მქონდეს“, – აცხადებს მასკის შვილი.

იღებს თუ არა ის რაიმე ფინანსურ დახმარებას მილიარდერი მამისგან, მას არ დაუკონკრეტებია. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, თუ რატომაა ასე რადიკალურად განწყობილი ხავიერ მასკი მამის მიმართ.

საუზმე მილიარდერთან – 50 წლის ილონ მასკი და 27 წლის ნატაშა ბასეტი სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობენ

განშორების მიუხედავად, ელონ მასკი და გრაიმსი მშობლები მეორედ გახდნენ – ეს მილიარდერის მე-8 შვილია

ფოტო: პუტინის ერთი-ერთზე ბრძოლაში გამოწვევის შემდეგ, ილონ მასკი მორიგ პროვოკაციულ სვლას აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები