LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლა ვამპირია, არ იცვლება“ – 60 წლის ტომ კრუზი ყოფილ მეგობარ გოგოსთან ერთად გამოჩნდა

219
page

ტომ კრუზი ფილმის, „შეუსრულებელი მისიის“ სპეციალურ ჩვენებას დაესწრო. პაპარაცებმა ტომი ლონდონში გადაიღეს. ის, როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და ზედა ეცვა.

60 წლის ტომის უახლესი ფოტოების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში არ წყდება კომენტარები მისი უბერებელი ვიზუალის გამო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტომი სრულებითაც არ შეცვლილა. მეტიც, ის სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურება.

შეგახსენებთ, გასულ წელს კრუზი ფოტო ობიექტივში შეცვლილი ვიზუალით გამოჩნდა, მას სახეზე აშკარად ფილერი ჰქონდა გაკეთებული. თუმცა, როგორ ჩანს, ის მალევე მიხვდა, რომ ისედაც კარგად გამოიყურება და ინექციურ კოსმეტოლოგიაზე უარი განაცხადა.

„ტომ კრუზი მართლა ვამპირია“„ ეს კაცი არ იცვლება“, „ნუთუ  60 წლისაა, ბიჭივით გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.

„პლასტიკური ოპერაცია, ინექციები თუ ჯადოქრობა?“ – 60 წლის ტომ კრუზის უახლესი ფოტო აჟიოტაჟს იწვევს

სხვათა შორის, კინო ჩვენებაზე მასთან ერთად გახლდათ მისი ყოფილი მეგობარი გოგო, ჰეილი ეტვილი, რომელსაც მსახიობი გასულ წელს დაშორდა. ინსაიდერების განცხადებით, მათ ძალიან განსხვავებული  ხასიათები ჰქონდათ.

ნახეთ ტომ კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური შვილი – კეტი ჰოლმსმა 16 წლის ულამაზესი ქალიშვილი გამოაჩინა

შერი, ნიკოლ კიდმანი, პენელოპა კრუსი და ახლა შაკირა… – ტომ კრუზი და მისი გოგონები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები