გასულ კვირას მსოფლიომ ლეგენდარული მსახიობი, ჟან-პოლ ბელმონდო უკანასკნელ გზაზე გააცილა. ჯერ კიდევ არ წყდება საუბარი მისი შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების შესახებ. 50 წლიანი კარიერა, 80-ზე მეტი კინოროლი, მრავალი რომანი, ორი ქორწინება, ოთხი შვილი და 4 შვილიშვილი, – გასახსენებელია მართლაც ბევრია.
„ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით“ – ალენ დელონი ბელმონდოს უკანასკნელ გზაზე აცილებს
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ბელმონდოს უმცროსი ქალიშვილის, 18 წლის სტელა ევა ანჯელინა ბელმონდოსკენაა მიპყრობილი. ის მაშინ გაჩნდა, როდესაც მსახიობი 70 წლის იყო. ცნობისთვის ბელმონდო სტელას დედაზე, ნატი თარდივალზე 2002–2008 წლებში იყო დაქორწინებული.
სულ ცოტა ხნის წინ მშვენიერმა სტელამ „ინსტაგრამზე“ მამასთან გადაღებული ბავშვობის ემოციური ფოტო გაავრცელა.
„მას ახალგაზრდული აზროვნება და სული ჰქონდა, მუდამ მზად იყო გავეხალისებინე, ის მზეს მეძახდა“, – განცხადა ევამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ფოტო: გაიცანით 18 წლის ევა, რომელმაც ლეგენდარულ ჟან-პოლ ბელმონდოს უკანასკნელი წლები გაულამაზა