LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბზინავი მაქმანები და მოშიშვლებული ზურგი – 55 წლის ნიკოლ კიდმანი უმშვენიერეს კაბაში

194
page

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი რამდენიმე დღის წინ სიდნეის აეროპორტში შვილებთან, 14 წლის სენდეისთან და 12 წლის ფეიტთან ერთად გადაიღეს. ნიკოლ კიდმანი ოჯახთან ერთად შობის გასატარებლად ავსტრალიაში გაემგზავრა.

ახლახან კი მორიგი ფოტოები გავრცელდა. ავსტრალიური „ვოგის“ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით გლამურული წვეულება მოეწყო, რომელზეც 55 წლის ნიკოლი მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად მივიდა.

ნიკოლს საოცრად დახვეწილი და ლამაზი კაბა ეცვა. გრძელი, შავი კაბა მბზინავი მაქმანებით იყო გაფორმებული, მთლიანად ამოღებული ზურგი კი მას მეტად შთამბეჭდავ იერს სძენდა.

ნიკოლ კიდმანი 14 და 12 წლის შვილებთან ერთად გამოჩნდა – ოჯახი შობას ავსტრალიაში გაატარებს

55 წლის ნიკოლ კიდმანი „კრისტიან სირიანოს“ მბზინავ მინი კაბაში გამოჩნდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები