LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვემუდარებოდი, ჩემთან დაწოლილიყო“ – რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლისთან რომანის დასაწყისს იხსენებს

399
page

44 წლის რაიან რეინოლდსი და 33 წლის ბლეიკ ლაივლი ერთ-ერთი საყვარელი ჰოლივუდური წყვილია. ისინი მუდამ თამამად საუბრობენ თავიანთ ურთიერთობაზე და ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ,,ტროლავენ”.

„რას ვიფიქრებდი, თუ აეროპორტის ტუალეტში სექსი აქამდე მოგვიყვანდა“ – რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლის დედის დღეს ულოცავს

ფოტო: ბლეიკ ლაივლიმ რაიან რეინოლდსი კვლავ დატროლა

სულ ცოტა ხნის წინ რაიან რეინოლდსი SmartLess-ში იყო მიწვეული, სადაც მეუღლესთან რომანის დაწყების პერიოდზე გულახდილად ისაუბრა.

„ჩვენ ვმეგობრობდით, ერთად ბევრ დროს ვატარებდით, ერთხელ ორმაგ პაემანზეც წავედით, ოღონდ სხვადასხვა ადამიანებთან ერთად. ერთხელ ბლეიკმა მითხრა, რომ ბოსტონში მიდიოდა, მაშინ მე ვუთხარი, რომ მეც წავიდოდი მასთან ერთად. მე მას ვემუდარებოდი, ჩემთან დაწოლილიყო“, – ჰყვება რაიანი.

ცნობისთვის, მათ ერთმანეთი ფილმის „მწვანე ფარნის“ გადასაღებ მოედანზე, 2010 წელს გაიცნო, სადაც მათ შეყვარებული წყვილი განასახიერეს. 2012 წელს კი იქორწინეს. მათ სამი შვილი ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები