51 წლის ჯენიფერ ენისტონი ყოფილ შეყვარებულებთან და ქმრებთან მეგობრული ურთიერთობებითაა ცნობილი. ყოფილ ქმართან, ჯასტინ ტერუსთან ერთად მსახიობმა დღესასწაულებიც კი აღნიშნა.
ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ მადლიერების დღე ერთად გაატარეს (ფოტო)
ჯენიფერ ენისტონსა და ჯასტინ ტერუს ამ დრომდე ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვთ
რამდენიმე დღის წინ, ენისტონის ყოფილმა შეყვარებულმა, 42 წლის მუსიკოსმა, ჯონ მაიერმა „ინსტაგრამზე“ ლაივ პერფორმანსი მოაწყო, ჯენიფერმაც მას „სმაილები“ გაუგზავნა. აღნიშნულმა ჟესტმა კი სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„ისინი კვლავ ერთად არიან“, „ახლა ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ“, „ჯენიფერს უყვარს ყოფილები“ – წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ენისტონი და ჯონ მაიერი ერთმანეთს, 2008 წლიდან ხვდებოდნენ, მათი რომანი 1 წელს გაგრძელდა, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში წყვილი ერთმანეთს პერიოდულად შორდებოდა.