LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ლათინო-ამერიკელი მსახიობი ულიამ ლევი ახალ სერიალში „გრაფი მონტე-კრისტოს“ როლს ასრულებს

686
უილიამ-ლევი

კუბური წარმოშობის მსახიობი უილიამ ლევი, რომელიც დღეს ყველაზე ლამაზი ლათინო-ამერიკელი მსახიობების სიას ლიდერობს, სინამდვილეში გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა. ის მარტოხელა დედამ გაზარდა და 14 წლის ასაკში, ლევი ემიგრანტი გახდა, ოჯახი საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა. მისი დებიუტი შედგა ლათინო-ამერიკულ სერიალებში, სადაც მას თავდაპირველად მეორეხარისხოვან როლებს სთავაზობდნენ.  პირველი სერიოზული როლი ლევიმ ითამაშა 2008 წელს ფილმში „ცხოვრების ნამსხვრევები“, ამას მოჰყვა პოპულარული სერიალები, „ფრთხილად ანგელოზებთან“, ,,სიყვარულის ტრიუმფი“, ,,მოჯადოება” და სხვა.

ჟურნალმა People en Español 2011 წელს ლევი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. მსახიობს ჰყავს მეგობარი ქალი, ელიზაბეტ გუტიერესი და ორი შვილი, კრისტოფერი და კაილი. ბოლო სერიალი უილიამ ლევის მონაწილეობით გახლავთ 2021 წლის „ტელემუნდოს“ ტელენოველა „კაფე ქალის არომატით“. ამჯერად კი მსახიობი მონაწილეობს პროექტში „გრაფი მონტე-კრისტო“, რომელიც ლეგენდარული დიუმას რომანის მიხედვით არის გადაღებული და სადაც ლევი, მთავარ როლს ასრულებს.

სად გაქრა და როგორ გამოიყურება ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი ედუარდო მოსკოვისი

სად ვნახავთ „ფარული ვნების“ ახალს სეზონს და რატომ ჩაანაცვლა ლათინოამერიკული სერიალები თურქულმა ტელე-ნოველებმა – საინტერესო ფაქტები ბლოგერ თათია ტაბატაძისგან

„კასანდრას“ პრემიერიდან 30 წელი გავიდა – როგორ გამოიყურებიან კორეიმა ტორესი და ოსვალდო რიოსი დღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები