LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი იტალიაში ისვენებს – რიანა მილიარდერ ბოიფრენდთან ერთად გადაიღეს (ფოტო)

1384
14483728-0-image-a-41_1559874688410

ამ დღეებში, ,,ფორბსმა” რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მუსიკოსად დაასახელა. 600 მილიონ დოლარიანი ქონებით, ბარბადოსელმა ლამაზმანმა მადონას, სელინ დიონსა და ბიონსეს აჯობა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი რიანაა (ფოტო)

ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემის ინფორმაციით, ბარბადოსელი ლამაზმანის ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის მომღერალი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს და აქტიურად გვიზიარებს საკუთარი ბრენდების სიახლეებს, როგორც ჩანს ის დროს დასვენებისთვისაც პოულობს.

საქმე ისაა, რომ ახლახან რირი მილიარდერ ბოიფრენდთან, ჰასან ჯამილთან ერთად იტალიაში დააფიქსირეს. ფოტოებზე, წყვილი სადილობისას და კატარღით სეირნობისასაა აღბეჭდილი.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის სრული იდილია იგრძნობა, რაც ჭორებს მათი დაშორების შესახებ, კიდევ ერთხელ უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რიანასა და ჰასან ჯამილის რომანი სტარტს 2017 წლიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები