გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ 24 წლის კაილი ჯენერი და მისი შეყვარებული, 30 წლის ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან. თუმცა, ამ დრომდე ოფიციალურად ინფორმაცია არ იყო დადასტურებული.
კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მერე ბავშვს ელოდებიან უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
სულ ცოტა ხნის წინ კაილიმ „ინსტაგრამის“ საშუალებით სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა. მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ორსულობის ტესტს იკეთებს და ტრევის სკოტს სასიხარულო ინფორმაციას ატყობინებს, ასევე ის დედას, კრის ჯენერს სიურპრიზს უკეთებს. შემდეგ წყვილი 3 წლის შტორმისთან ერთად ექიმთანაც მიდის, სადაც პატარას გულისცემა ისმის. ვიდეო საოცრად ემოციური და ამაღელვებელია.
ცნობისთვის, მრავალი განშორების შემდეგ კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში შერიგდნენ.
კაილი ჯენერი კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის კლინიკის ასაშენებლად 500 000 დოლარს რიცხავს