LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომი უნდა დასრულდეს“ – ჰეილი ბიბერი სელენა გომესს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის – გოგონებმა „ინსტაგრამ შაირობა“ გააჩაღეს

187
page

მრავალი წელი გავიდა სელენა გომესია და ჯასტინ ბიბერის თინეიჯერული რომანიდან, მაგრამ ეს თემა კვლავ აქტუალურია. გომესისა და ჯასტინის მეუღლის, ჰეილს ფანებს შორის გაჩაღებული ომი დაუსრულებლად გრძელდება.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჰეილი ნეგატიური კომენტარების სამიზნედ იქცა და მან მუქარის შემცველი შეტყობინებებიც კი მიიღო. მოდელმა დახმარება სელენა გომესს სთხოვა, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ბევრი გამომწერი ჰყავს.

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სიკეთეს და მართლა მსურს, ეს ყველაფერი შეწყდეს“, – სთხოვა ფანებს სელენამ.

ამის საპასუხოდ, „ინსტაგრამზე სთორი“ ჰეილიმაც გააზიარა, რომელშიც მომღერალს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მილიონობით ადამიანი ინტერნეტში ძალიან დიდი დოზით სიძულვილს ხედავს, რაც ძალიან საზიანოა. სოციალური მედია მშვენიერი საშუალებაა ერთმანეთთან დასაკავშირებლად, თუმცა მსგავს მომენტებს მხოლოდ განხეთქილება მოაქვს. მჯერა, რომ საბოლოოდ სიყვარული სიძულვილზე გაიმარჯვებს“, – წერს ჰელი.

ერთმანეთის  მიმართ გოგონების თანადგომამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„ომი უნდა დასრულდეს“, „ბოლოს და ბოლოს ომი დასრულდა“, „ქალური სოლიდარობა უპირველეს ყოვლისა“, – წერენ კომენტარებში.

„ნუთუ ეს შემთხვევითობა იყო?“ – კაილი ჯენერმა სელენა გომესის დაცინვის შემდეგ მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა

სელენა გომესი ჰეილი ბიბერთან გადაღებული ფოტოების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები