LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუთუ ეს შემთხვევითობა იყო?“ – კაილი ჯენერმა სელენა გომესის დაცინვის შემდეგ მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა

1102
230223102329-selena-gomez-kylie-jenner-split

ერთ დროს ახლო მეგობრებს, სელენა გომესაა და კაილი ჯენერს შორის რა ხანია „შავმა კატამ“ გაირბინა. სულ ცოტა ხნის წინ  ცნობილი გახდა, რომ ქალ ვარსკვლავებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი სელენას გომესს ჰყავს, მან კაილი ჯენერსაც კი გადაასწრო, რომელიც ლიდერობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.

სულ ცოტა ხნის წინ სელენამ ტიკ ტოკზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც ლამინირებული წარბები ჩანდა. მომღერალმა თავადვე გაიცინა ამ ფაქტზე და აღნიშნა, რომ მას მართლაც ზედმეტი მოუვიდა. მალევე კაილი ჯენერმა „სთორიში“ თავისი და ჰეილი ბიბერის ლამინირებული წარბების ფოტო გააზიარა.

„ნუთუ ეს შემთხვევითობა იყო?“, – წერს კაილი.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ კაილი ჯენერმა მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა. ამჟამად სელენას 390 მილიონი გამომწერი ჰყავს კაილი ჯენერს კი 379 მილიონი გამომწერი.

სელენა გომესი „ინსტაგრამის“ ისტორიაში ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ქალი ვარსკვლავია

კაილი ჯენერის „ვალენტინობის“ ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები