პამელა ანდერსონი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს. 49 წლის სექს-სიმბოლომ თეთრეულის ბრენდ Coco De Mer-ის ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუდარებელ ფორმაშია.
თეთრეული, რომელსაც პამელა რეკლამას უწევს, შავი ფერის და ძალიან სექსუალურია. კოლექციაში ბიუსჰალტერთან და საცვლებთან ერთად მაღალი წინდებიც შედის, რომლებიც პამელას სხეულზე მიმზიდველად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი სექს-სიმბოლო ბრენდის საერთაშორისო წარმომადგენელი თებერვლიდან არის.