LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადმა ცხოვრებამ ჩემს კარიერას ხელი შეუშალა“ – ანჯელინა ჯოლის აღიარება

159
42022872-0-image-a-78-1618981397571

რამდენიმე თვის წინ, ბოლო დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა „ვოგის“ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად ოჯახის შესახებ ისაუბრა.

ახლა კი 45 წლის ვარსკვლავმა Entertainment Weekly-ის ესაუბრა. ამჯერად ჯოლიმ აქცენტი კარიერაზე გააკეთა, მისი თქმით, პირადმა ცხოვრებამ მის კარიერას ხელი შეუშალა, ოჯახში ცვლილებების გამო კი ის იძულებული გახდა, რეჟისორობაზე უარი ეთქვა და პატარ-პატარა საქმეებით ყოფილიყო დაკავებული, რათა შვლებთან მეტი დრო გაეტარებინა.
„მე უფრო ხანმოკლე პროექტები უნდა მეკეთებინა, რათა სახლში, ჩემს შვილებთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა“, – აცხადებს მსახიობი, თუმცა მან ისიც დასძინა, რომ რეჟისორობა მის საყვარელ საქმედ რჩება და მას ერთხელაც აუცილებლად დაუბრუნდება.
ცნობისთვის, 2015 წელს ჯოლის რეჟისორობით დრამა „ზღვასთან“ გამოვიდა, სადაც მთავარი როლები თავად ანჯელინამ და ბრედ პიტმა შეასრულეს.
შეგახსენებთ, უკვე 4 წელია, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს ბავშვებზე მეურვეობის საკითხი. სულ ცოტა ხნის წინ ახალი გარემოებები გამოიკვეთა. უკანასკნელ სასამართლო პროცესზე 45 წლის ანჯელინამ განაცხადა, რომ მზადაა ბრედ პიტის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს.
ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს და მზადაა დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები