ვიქტორია ბექჰემს სტილის საოცარი შეგრძნება აქვს. მისი დახვეწილი გემოვნება საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. მისი ჩაცმის სტილით აღფრთოვანებული ქალბატონები დიზაინერს ჰბაძავენ და მის „ლუქებსაც“ ხშირად აკოპირებენ.
მორიგი ასეთი შთამბეჭდავი იმიჯით 48 წლის ვიქტორია საშობაო ჩვენებას დაესწრო. მან ამჯერად სხეულზე მომდგარი, ღია იასამნისფერი როლინგი მოირგო, მას კი საკუთარი ბრენდის ყავისფერი , ძალიან ორიგინალური ქვედაბოლო შეუხამა, რომლის ღირებულებაც 590 ევროა.
„ქალი მანეკენი“, „მისაბაძი ლუქია“, „იდეალური გემოვნება აქვს“, – წერენ კომენტარებში.
თავაწეული ვიქტორია და მზრუნველი დევიდი – შავებში გამოწყობილი წყვილი „ადამსების ოჯახს“ შეადარეს