ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ცეცხლოვან წყვილადაა აღიარებული. ახლახანს 24 წლის მოდელი ELLE-ს გამოცემის სტუმარი გახდა და გლამურულ ჟურნალს საინტერესო ინტერვიუც მისცა.
კითხვაზე, თუ რა რომანტიკული სიგიჟე ჩაუდენია ვენსანს მეუღლისთვის, ტინამ საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.
„წმინდა ვალენტინის დღეს ვენსანმა მუსიკოსები დაიქირავა, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრებთან მიმღეროდნენ, სიმღერა კი სპეციალურად ჩემთვის იყო დაწერილი“, – ამბობს ტინა.
ცნობისთვის, წლის დასაწყისში, ვენსანი და ტინა ფრანგული ბრენდის, The Kooples ამბასადორები გახდნენ და არაერთ შთამბეჭდავ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.