LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა 4 წლიანი პაუზის შემდეგ რეგეი ალბომს გამოუშვებს

96
16688

ბოლო პერიოდში, ბარბადოსელი ლამაზმანის, რინას  თაყვანისმცემლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ მან მუსიკალური კარიერა საერთოდ დაივიწყა და მხოლოდ ბიზნესზე ფიქრობს. ვარსკვლავის თეთრეულის ბრენდი, Savage x Fenty საოცრად დიდი წარმატებით სარგებლობს. სულ ცოტა ხნის წინ კი არტისტმა საზოგადოებას კოსმეტიკის ხაზი, Fenty Beauty შესთავაზა. კანის მოვლის საშუალებები ქალებთან ერთად მამაკაცებზეც იქნება გათვლილი.

თუმცა, როგორც ჩანს, რირი მუსიკალურ კარიერაზეც აქტიურად ფიქრობს. 9 „გრემის“ მფლობელმა მომღერალმა  გამოცემა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში მომავალი ალბომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნამუშევარი აუცილებლად გამოიცემა და ის თაყვანისმცემლებს საოცრად მოეწონებათ.

„ახალ კომპოზიციებზე გამუდმებით ვმუშაობ, როდესაც ვიგრძნობ, რომ  მზად ვიქნები, მას აუცილებლად გავავრცელებ. გპირდებით, რომ ის ძალიან მოგეწონებათ“.– ამბობს ვარსკვლავი

შეგახსენებთ, რიანამ ბოლო ალბომი, Anti  2016 წელს გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები