LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა გახდა ისტორიაში პირველი ქალი შემსრულებელი, რომლის 10 სიმღერაც Spotify-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

188
Untitled.pngsdf

უკვე 7 წელია, ბარბადოსელ არტისტს, რიანას ახალი ალბომი არ შეუქმნია. მიუხედავად ამისა, ის არაერთი რეკორდის ავტორია. ახლახან 35 წლის მომღერალი ისტორიაში შევიდა. რიანა პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომლის ათმა სიმღერამ „სფოთიფაიზე“ მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა.

ინფორმაცია ამის შესახებ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ თავად გაავრცელა.

„ნება მომეცით წავიტრაბახო ამით… და ეს ყველაფერი ახალი ალბომის გარეშე“, – წერს რირი, რომელსაც სულ მალე მეორე შვილი შეეძინება.

ვიდეო: ორსული რიანას საოცარი პერფორმანსი „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე

„პატარავ, შენ მუცელში ხარ და წარმოდგენაც კი არ გაქვს, დედაშენი როგორი შეშლილია“ – ორსული რიანას ახალი ფოტოსესია

რიანას სახალისო და თბილი საოჯახო ფოტოები – წყვილმა ვაჟის ერთი წლის იუბილე აღნიშნა

ცნობისთვის, გასულ წელს „ფორბსმა“ მილიარდერი ქალების სია გამოაქვეყნა, სიაში 21-ე ადგილს წლის რიანამ დაიკავა, ის ასაკის მიხედვით  ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ქონება საკუთარი ძალებით დააგროვა. ასევე, რიანა ფილმისთვის, „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ შექმნილი საუნდტრეკისთვის, Lift Me Up „ოსკარის“ ნომინაციაზე პირველად იყო წარდგენილი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები