ორსული რიანა „ინსტაგრამზე“ ახალ შთამბეჭდავ ფოტოებს გვიზიარებს. 35 წლის არტისტი ეგზოტიკურ ადგილას, პალმების ფონზე, პრაქტიკულად სრულიად შიშველი პოზირებს.
„აი ფოტოების პატარა სერია, რომელსაც მე ასე დავარქვი – მაპატიე ეს მოშიშვლებული მკერდი. პატარავ, შენ მუცელში ხარ და წარმოდგენაც კი არ გაქვს, დედაშენი როგორი შეშლილია“, – წერს რიანა.
ცნობისთვის, რიანასა და მისი საქმროს ASAP Rocky-ს პირველ შვილს ერთი წელი შეუსრულდა. მალე რირი დედა მეორედ გახდება. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
ო და თბილი საოჯახო ფოტოები – წყვილმა ვაჟის ერთი წლის იუბილე აღნიშნა
ორსული რიანა „მეტ გალაზე“ საპატარძლო კაბით გაშრიალდა