რიანამ და მისმა საქმრომ, ASAP Rocky „ვოგის“ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. რიანამ ოჯახთან ერთად გამოცემის მარტის ნომერი დაამშვენა. გადაღებები სანაპიროსა და მის სახლში მიმდინარეობდა.
ფოტოებში არტისტი თავის თვეების ვაჟთან ერთად პოზირებს და ბრწყინვალედ გამოიყურება. მას „ვალენტინოს“ შავი, კლასიკური კაბა ამშვენებს.
ცნობისთვის, „სუპერ ბოულიზე“ რირიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კიდევ ერთ ბავშვს ელოდება.
სიახლეებია მის კარიერაშიც, არტისტის განცხადებით, ის ახალ ალბომს მიმდინარე წელს გამოუშვებს. ასევე ის ფილმისთვის, „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ შექმნილი საუნდტრეკისთვის, Lift Me Up „ოსკარის“ ნომინაციაზე პირველადაა წარდგენილი.
ვიდეო: რიანა კვლავ ორსულადა – ვარსკვლავმა Super Bowl-ზე მუცელი გამოაჩინა და ფურორი მოახდინა
რიანა სიმღერისთვის Lift Me Up „ოსკარზე“ პირველად არის ნომინირებული