რიდლი სკოტი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა. „გუჩის სახლის“ შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ის საკულტო ფილმის „უცხოს“ სერიალზე მუშაობს. ახლა კი რეჟისორმა „ნაპოლეონის“ პირველი კადრი გაავრცელა. ფილმი კინოეკრანებზე 22 ნოემბერს გამოვა. სცენარზე დევიდ სკარპამ იმუშავა.
ფილმი საფრანგეთის იმპერატორის ისტორიასა და ტახტისკენ მიმავალ გზაზე მოგვითხრობს. ნაპოლეონის როლს კი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.
მეორე „ოსკარი“ გზაშია – ხოაკინ ფენიქსი რიდლი სკოტის ფილმში ნაპოლეონის როლს შეასრულებს