რიტა ორამ სიმღერის – New Look კლიპი გამოაქვეყნა.
ვიდეოში მოქმედება დუბაიში ვითარდება. მრავალფეროვან კადრებში, რალის სცენებია ასახული.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება ინგლისელი მომღერლის სპორტული ლუქი, რომელიც მან მუსიკალური რგოლის გადაღებებზე მოირგო. 28 წლის შემსრულებლის ჩაცმულობაზე იტალიურმა მოდის ბრენდმა – ,,მოსკინო” იზრუნა.
ცნობისთვის, New Look რიტა ორას მეორე სტუდიურ ალბომში – Phoenix შედის. დისკის რელიზი გასული წლის 28 ნოემბერს შედგა.