ბექჰემების მილიარდერი რძლის, ნიკოლა პელტცისა და ვიკტორიას შორის დაძაბული ურთიერთობა სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დევიდი და ვიკტორია რძლის ინტერვიუთი შოკირებულებიც კი დარჩნენ.
მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, ნიკოლა სულ უფრო და უფრო ემსგავსება მოდურ დედამთილს. მან თმა ყავისფრად შეიღება, სულ ცოტა ხნის წინ კი ბრუკლინთან ვახშამზე ვიკტორიას სტილში ჩაცმული გამოჩნდა.
ნიკოლას კლასიკური, მწვანე ქვედაბოლო და შავი მაისური ეცვა, თავზე კი თავსაფარი ეკეთა. მის ლუქს „ვერსაჩეს“, 132 ევროიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
„როცა დედამთილი გძულს და მაინც მას ჰბაძავ“, – წერენ კომენტარებში.
რძალ-დედამთილს შორის გაჩაღებული „ცივი ომის“ დეტალები გაშიფრულია
„ერთმანეთს ვეღარ იტანენ“ – ნიკოლა პელტცი ემოციურ პოსტს ავრცელებს – რძალ-დედამთილის ომი დაიწყო?