ბენ აფლეკის უჟმური ხასიათის შესახებ ბევრი გვსმენია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ მასაც შეუძლია მხიარულება. 50 წლის ოსკაროსანი მსახიობი სანტა-მონიკას ქუჩებში გერთან, ჯეი ლოს 15 წლის ქალიშვილთან, ემმასთან ერთად საყიდლებზე გადაიღეს. ბენი ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა და როგორც ჩანს, ემმას ახალისებდა. 15 წლის გოგონა მთელი გულით იცინოდა. ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„როცა შენი მამინაცვალი ბენ აფლეკია“, „საოცარი ფოტოებია“, „რა საყვარლები არიან“, „ყველაზე მაგარი მამინაცვალია“- წერენ კომენტარებში.
სამაგალითო დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის ქალიშვილს დაუახლოვდა
როგორ ერთობა ბენ აფლეკი თავის „შერეულ ოჯახთან“ ერთად „უიქენდზე“