LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩევნია ფეხი არ მოიცვალო!“ – ბენ აფლეკმა გაამხილა, რა ჩასჩურჩულა ჯეი ლომ მას „გრემის“ ცერემონიალზე – მსახიობი Hollywood Reporter-ის გარეკანზე

495
Untitled.pngsdfsdf

თებერვალში, „გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალს ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაესწრნენ. მათ მოახერხეს და ერთი პატარა დიალოგით ტიკ-ტოკ ვარსკვლავები გახდნენ. როგორც ჩანს, ბენს მობეზრდა ცერემონიალზე ყოფნა და ჯეი ლოსთან უკმაყოფილება გამოთქვა, რაზეც ჯენიფერმა მას უსაყვედურა.

სწორედ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა მსახიობმა გამოცემა Hollywood Reporter-თან და გაამხილა, თუ რა ჩასჩურჩულა ჯეი ლომ მას. ბუნებრივია, გამოცემისთვის 50 წლის ბენმა არაერთი ფოტო გადაიღო.

„ჩემი ცოლი ემზადებოდა გრემიზე წასასვლელად და ვიფიქრე, რატომაც არა, კარგი მუსიკა იქნება მეთქი… მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უკმაყოფილო სახე მემედ იქცა,  მე იქ კარგი დრო გავატარე. რაღაც მომენტში შევამჩნიე, რომ კამერები ჩვენკენ იყო მომართული და ჩვენთან წამყვანი, ტრევორ ნოა მოდიოდა, გავიფიქრე, ოჰ, ღმერთო… და ჯენის ჩავჩურჩულე, – როგორც კი ტრევორი ჩვენთან მოვა, მე ავდგები და მარტო დაგტოვებ მასთან მეთქი, მან კი მითხრა, – ჯანდაბა, გირჩევნია ფეხი არ მოიცვალოო! ესაა ცოლ-ქმრის ურთიერთობა…“, – დაამატა ბენმა ხუმრობით.

„რას ეუბნება ბენი ჯეი ლოს?!“ – „ბენიფერის“ ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„ჯეი ლო უკმაყოფილოა!“ – „ყინულის დედოფალმა“ ბენი დატუქსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები