LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცხოვრობენ მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი და ოპრა უინფრი (ფოტო)

638
mark-bill-opra

ექსპერტების ცნობით, უძრავი ქონება ყველაზე სახარბიელო ინვესტიციაა. ჭკვიანი სახლი, თავისი თანამედროვე გაჯეტებით, სენსორული დაცვებითა და საკუთარი სარეკრეაციო ზონებით.

,,ფორტუნა” ამჯერად მარკ ცუკერბერგის, ბილ გეიტსისა და ოპრა უინფრის სახლებში გამოგზაურებთ:

მარკ ცუკერბერგი

2019 წელს, Facebook”-ის  შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ 68, 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ მონაცემებმა ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზე გადაიყვანა. ეს კოლოსალური თანხები მის ვიზუალზე არ აისახება, რასაც ვერ ვიტყვით მის უძრავ ქონებაზე. ის 10 სახლის მფლობელია, რომელშიც, საერთო ჯამში, 60 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული. აღნიშნული სახლი, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, სოციალური ქსელის შემქნელმა 7 მილიონ დოლარად შეიძინა. ⬇

 

ბილ გეიტსი

“Microsoft Corporation” – ის შემქმნელი, ცუკერბერგისგან განსხვავეთ, საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნავს  და რა თქმა უნდა უძრავი ქონების მფლობელიც გახლავთ. მის სახლს გარშემო 6 ათასი კვადრატული მეტრის მწვანე საფარი არტყავს. ეს აპარტამენტები ბილ გეიტსმა 1988 წელს, 2 მილიონ დოლარად შეიძინა, თუმცა მასში უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო და დღესდღეისობით მისი ფასი 127 მილიონი ამერიკული დოლარია. ბილს რა თქმა უნდა თანამედროვე გაჯეტებიც უყვარს და თავის სახლს სმარტფონში, უბრალოდ ერთი ჩახედვითაც მართავს.

 

ოპრა უინფრი

ტექნოლოგიური სახლეების მოყვარულები მხოლოდ მათი შემქმნელები როდი არიან, ხელოვნური ინტელექტის წყალობით ამერიკელი ტელე-წამყვანი ოპრა უინფრი სახლის საქმეებს შესანიშანად უძღვება.

ცნობილია, რომ ოპრას ბუნება ძალიან უყვარს, საკუთარი სახლი მან 2015 წელს, 14 მილიონ დოლარად შეიძინა, ის მთებს შორისაა მოქცეული.
სახლს სენსორებიც გააჩნია, რომელიც სახლთან მიახლოების შემთხვევაში, მის მეპატრონეს  ინფორმაციას გადასცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები