45 წლის ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს, მსახიობი 16 წლის ქალიშვილთან ზაჰარასთან ერთად იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვარსკვლავი მუდამ შავი ტანისამოსით ჩნდებოდა, ამჯერად კი ჯოლის თეთრი კაბა, კრემისფერი პალტო და ამავე ფერის ღია ფეხსაცმელი ეცვა. „ლუქს“ კი „დიორის“ ჩანთა ასრულებდა.
საზოგადოებას მსახიობის განწყობაც არ დარჩა შეუმჩნეველი. „როგორი სევდიანია“, „რა დაემართა“, „მგონი, უბრალოდ მზემ შეანათა თვალებში“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯოლი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. ვარსკვლავი შვილებს დიდ დროს უთმობს. ის საყიდლებზე მათთან ერთად ბევრჯერ შენიშნეს.