ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 45 წლის ანჯელინა ჯოლი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. ვარსკვლავი შვილებს დიდ დროს უთმობს. ის საყიდლებზე მათთან ერთად ბევრჯერ შენიშნეს. ამჯერად ენჯი ლოს-ანჯელესში, ნოქსისთან ერთად გამოჩნდა.
ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღებას ენჯის სიგამხდრე იწვევს, ჯოლიმ წონაში კიდევ უფრო მეტად დაიკლო. ბოლო გამოჩენისას კომენტარები არ წყდებოდა „შეხედეთ მის ხელებს“, – წერდნენ სოციალურ ქსელში.
„შეხედეთ მის ხელებს“ – ანჯელინა ჯოლიმ წონაში კიდევ უფრო დაიკლო
თუმცა ამჯერად სხვა დეტალი გამოიკვეთა. ვარსკვლავი პრაქტიკულად მუდამ შავი ტანისამოით ჩნდება. შეგიძლიათ გადახედოთ ბოლო რამდენიმე თვის პაპარაცულ ფოტოებს და ტენდენცია ნამდვილად დაგაფიქრებთ.