ვარსკვლავთა რიცხვს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს ქუჩებში მრავალფეროვანი დამცავი პირბადეებით ჩნდებიან, 51 წლის ჰიუ ჯეკმანიც შეურთდა.

მსახიობი თვითიზოლაციის პერიოდს ნიუ-იორკში, თავის მეუღლესთან, დებორა ლი ფერნესთან და 2 შვილთან ერთად ატარებს.

ჯეკმანმა „ინსტაგრამზე“ ფოტო განათავსა. ის ველოსიპედით სეირნობს და ბოლო თაობის, ფილტრიანი პირბადე უკეთია.

მანამდე კი ჰიუ იისფერ პირბადეში დააფიქსირეს. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვს, რომ დამცავი პირბადეების მრავალფეროვნებაში ჯეკმანი სხვა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს არაფრით ჩამოუვარდება.

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05