სელმა ჰაიეკი იმ ვარსკვლავთაგანია, რომლებიც მაკიაჟის გარეშე გამოჩენას არ ერიდებიან, მეტიც, მსახიობს „ინსტაგრამზე“ არაერთხელ გაუვრცელებია შეუღებავი, ჭაღარა თმით გადაღებული, ბუნებრივი ფოტოები. თუმცა, ბოლო პერიოდში, სელმამ ფოტოებთან დამოკიდებულება შეცვალა.
თუკი მის „ინსტაგრამს“ გადახედავთ, ამაში თავად დარწმუნებით. ვარსკვლავი ფაქტობრივად სულ „დაფოტოშობებულ“ ფოტოებს ავრცელებს. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია სელმას უკანასკნელმა ფოტომ, სადაც ის თეთრი ხალათით პოზირებს.
„სელმა ფილტრების სიყვარულში მადონას დაემსგავსა“, „სელმა, ისედაც ლამაზი ხარ, შეწყვიტე ფილტრების გამოყენება“, – წერენ კომენტარები.
56 წლის სელმა ჰაიეკი „გუჩის“ „შიშველ კაბაში“ შოკისმომგვრელად გამოიყურება