ჭორი შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს შესაძლო რომანის შესახებ გამართლდა. პაპარაცებმა წყვილი ვნებიანი კოცნისას დააფიქსირეს.
სოციალური ქსელი მომღერლების ერთად ყოფნაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გასულ კვირას ვარსკვლავები ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას გადაიღეს.
სოციალურ ქსელში შონ მენდესისა და კამილა კაბეიოს რომანზე ალაპარაკდნენ (ფოტო)
ეჭვის საბაბი მომღერლების პირველი ერთად გამოჩენა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ახალ ფოტოებზე ისინი გრძონების საჯაროდ გამოხატვას აღარ ერიდებიან. მეტიც, როგორც ჩანს, მათი რომანტიკული ურთიერთობა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ვარაუდობდნენ. კადრები დილის საათებში, სან-ფრანცისკოშია გადაღებული, როცა ახალგაღვიძებული არტისტები გამოსაფხიზებლად ყავას მიირთმევენ.