90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი, მიშელ პფაიფერი ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა. „ადამიანი ჭიანჭველა: კვანტუმანია“, ასე ჰქვია რეჟისორ პეიტონ რიდის ახალ ფილმს, სადაც პფაიფერი მთავარ როლს ასრულებს. ფილმის ჩვენება ლოს-ანჯელესში გაიმართა და მიშელ პფაიფერი მოწვეულ სტუმართა შორის ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა.
უჩვეულოდ გამხდარი და საოცრად შეცვლილი – 64 წლის მიშელ პფაიფერის სელფი ინტერნეტს იპყრობს
ფილმი გვიყვება წარსულში მძარცველის, სკოტ ლენგის ამბავს, რომელიც მოულოდნელად სასწაულმოქმედ კოსტიუმს იპოვის. ამ სამოსს აქვს უნარი, დააპატარაოს ან გაზარდოს ადამიანი. ახლა მთავარი გმირი მზადაა, კოსტიუმის შემქმნელი მეცნიერების დახმარებით, სამყარო ბოროტი ძალებისგან იხსნას. ფილმში პფაიფერთან ერთად მთავარ როლებს პოლ რადი, კეტრინ ნიუტონი და ბილ მიურეი ასრულებენ.
პრემიერაზე 64 წლის პფაიფერი ბრწყინავდა ტანზე მომდგარ შავი კაბაში, რომელიც ასიმეტრიული სტილის გახლდათ, ანსამბლს კი ოქროსფერი სამკაული ამშვენებდა.
ფოტო: 63 წლის და არცერთი ნაოჭი – მიშელ პფაიფერი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება