LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Weeknd და ლილი-როუზ დეპი HBO-ს ახალ სერიალში The Idol – ნახეთ „თრეილერი“

86
page

The Weeknd და ლილი-როუზ დეპი ახალ სერიალში, The Idol ერთიანდებიან. HBO-ს პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. მისი რეჟისორი Euphoria-ს შემქმნელი სემ ლევინსონია.

აღსანიშნავია, რომ კანადელი არტისტი The Weeknd, მსახიობის გარდა შოუს ერთ-ერთი სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. ეს მომღერლის პირველი სერიოზული როლია.

სცენარის მიხედვით, The Weeknd კულტის ლიდერის როლს მოირგებს, ლილი-როუზ დეპი კი პოპვარსკვლავის. სერიალის გამოშვება 2023 წელს იგეგმებოდა.

ფოტო: ჯონი დეპის ქალიშვილის ეპატაჟური გამოჩენა – 22 წლის ლილი-როუზი ბრწყინავს

ლილი-როუზ დეპი ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალური განქორწინების შესახებ პირველად ალაპარაკდა – მოდელმა Elle-ს გარეკანი დაამშვენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები