2015 წელს, სკანდალური ფილმი „დანიელი გოგო“ გამოვიდა. მთავარი როლი ბრიტანელმა მსახიობმა, ედი რედმეინმა შეასრულა. მან ტრანსგენდერის როლი მორგო, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.
ახლახან ოსკაროსანმა მსახიობმა The Sunday Times-თან სწორედ აღნიშნულ ფილმზე ისაუბრა, ის თვლის, რომ ტრანსგენდერის როლის შესრულბა დიდი შეცდომა იყო.
„არა, ახლა ამ როლს არ შევასრულებდი, ამ ფილმზე მართლაც დიდი ენთუზიაზმით ვიმუშავე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო, ტრანსგენდერის როლი, ტრანსგენდერმა ადამიანმა უნდა შეასრულოს“, – აცხადებს ედი.