გასულ კვირას მსახიობმა და მუსიკოსმა, უილ სმიტმა თავისი ფოტოთი საზოგადოება საოცრად გააკვირვა. მუდამ ათლეტური, ნავარჯიშები სმიტი საცვლებში პოზირებდა, ის წონაში საკმაოდაა მომატებული. მსახიობი „იუთუბის“ ახალ ფიტნეს პროექტში იღებს მონაწილეობას, რომელშიც საზოგადოება საოცარ ტრანსფორმაციას იხილავს.

„ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არ ვყოფილვარ… მორჩა, აღარანაირი მაფინები“- უილ სმიტმა სიმართლე გაამხილა

სმიტი ვარჯიშს უკვე შეუდგა და გამომწერებს სპორტდარბაზიდან პირველი ფოტოებიც გაუზიარა. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ვან დამიცაა, რომელმაც მეგობარს წარმატებები უკვე უსურვა.

 „შენ ამას შეძლებ, ძმაო“ – უილ სმიტმა ვარჯიში დაიწყო, მას ვან დამი ამხნევებს

და აი, „მამაკაცები შავებში“ ვარსკვლავი თავის ჩვეულ ფორმას უკვე უბრუნდება. მან ხანმოკლე დროში საოცარ შედეგს მიაღწია. სულ ცოტა ხნის წინ სმიტმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს სპორტ დარბაზში გადაღებული ვიდეო გაუზიარა, რომელშიც ცეკვავს, ის უკვე საკმაოდაა წონაში დაკლებული.

„ჩემი სუნთქვა მშვიდდება“, – წერს 52 წლის უილ სმიტი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Will Smith (@willsmith)

ტეგები: უილ სმიტი
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები