ვენსან კასელი და ტინა კუნაკი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი წყვილია, პაპარაცები მათ ყოველ გამოჩენას ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ვარსკვლავური წყვილიც ანებივრებს თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით.
„რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვიან…“ – ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“
„კანის ფესტივალზე“, ტრიუმფალური გამოჩენის შემდეგ, 25 წლის ტინა და 54 წლის ვენსანი პარიზში, საიუველირო ბრენდის, „ბულგარის“ ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ. წითელ ხალიჩაზე პოპულარული ცოლ-ქმარი საოცრად გამოიყურებოდა.
ამჯერად ტინამ ღია სალათისფერი კაბა მოირგო, რომელსაც მუცელზე პიკანტური ჭრილი ამშვენებდა. რაც შეეხება საყვარელი ქალის მშვენებით აღფრთოვანებულ ვენსანს, მას შავი, კლასიკური კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა და როგორც ყოველთვის მეუღლეს გვერდიდან არ შორდებოდა.
მზეთუნახავი ტინა და მეუღლეზე შეყვარებული ვენსან კასელი ,,კანის ფესტივალზე”
„კანის კინოფესტივალზე“ ვენსან კასელმა და ტინ კუნაკმა ერთნაირ ტანისამოსში გამოანათეს