LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზომოდ შეყვარებული რენე ზელვეგერი თხოვდება – წყვილის „ტკბილი ოქტომბერი“

332
page

რენე ზელვეგერი და ენტ ინსტანდი უკვე ერთი წელია ერთად არიან. მათი რომანი გაცნობისთანავე დაიწყო და როგორც ჩანს,  ყველაფერი ქორწინებით დასრულდება. წყვილთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ სულ მალე მათი ნიშნობა შედგება.

„ისინი ერთად ხანგრძლივ მომავალს გეგმავენ და მალე დაინიშნებიან“, – აცხადებს ინსაიდერი.

ყოველივე ამის ფონზე, 43 წლის ენტი „ინსტაგრამზე“ საყვარელ ქალთან გადაღებულ ფოტოებს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს. წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურება.

ცნობისთვის, რენე 2005 წელს კენი ჩესნეიზე დაქორწინდა, თუმცა რამდენიმე თვეში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. რაც შეეხება ინსტადს, ის ორჯერ იყო დაქორწინებული. მას სამი შვილი ჰყავს.

„სხვისი შვილები“ ამერიკულად – რენე ზელვეგერის ფოტოები გვარწმუნებს, რომ ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია

ფოტო: „საყვარელ მამაკაცთან ანგელოზმა მიმიყვანა“ – 52 წლის რენე Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები