ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი იტალიაში გაემგზავრნენ. ისინი პაპარაცებმა რომის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. წყვილი ხელჩაკიდებული დადიოდა და ყურადღებით ათვალიერებდა უძველესი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
კვლავ ბედნიერები – ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის რომაული არდადეგები
წყვილის რომანტიკული მოგზაურობიდან ფოტოების მორიგი სერია გავრცელდა. ჯესიკა და ჯასტინი ქუჩის კუთხეში განმარტოვდნენ და დიდხანს იყვნენ ჩახუტებულები.
აღსანიშნავია, რომ ისინი 2012 წლის 19 ოქტომბერს სწორედ ვენეციაში დაქორწინდნენ, ასე რომ ისინი იტალიას ქორწინების იუბილეს აღსანიშნავად ეწვივნენ.