პოპ-პანკის შემსრულებელი ვარსკვლავი, ავრილ ლავინი ტიკ ტოკს შეუერთდა. მისი ჰიტის, Sk8er Boi გამოსვლიდან 19 წელი გავიდა, თუმცა ავრილი მაინც ძველებურად გამოიყურება. სწორედ აღნიშნული ჰიტი გააცოცხლა 36 წლის არტისტმა. ახალ ვიდეოში ცნობილი ამერიკელი სკეიტბორდისტი, ტონი ჰოუკიც გამოჩნდა.
„იმედია, ამაზე ისევე გაგეცინებათ, როგორც მე და ჩემი მეგობრები ვიცინით, მთელი კვირაა, აი, რა ხდება, როცა სკეიტბორდზე დგომას ,,ჩუსტებითა” და კაბით ვცდილობ“, – ასე დაასათაურა ვიდეო ავრილმა, სადაც სკეიტზე არც თუ ისე წარმატებულად დგას და რაღაც მომენტში ვარდება კიდეს.
ფოტო: „ის ჩემთვის პანკ-როკის სიმბოლოა“ – ავრილ ლავინი და უილოუ სმიტი კლიპის გადაღებებისას