გასულ თვეს, ფილმის, „სუპერ მაიკი: უკანასკნელი ცეკვის“ „თრეილერი“ გავრცელდა. ფილმში მთავარ როლში ცხადია, კვლავ ჩენინგ ტატუმი მოგვევლინება, მას პარტნიორობას სელმა ჰაიეკი უწევს.
ახლახან, 56 წლის სელმამ ფილმის შესახებ ისაუბრა და 42 წლის ჩენინგთან პიკანტური ცეკვის დეტალებიც გაიხსენა, ის ამბობს, რომ ქორეოგრაფიულად ამ სცენის დადგმა, საკმაოდ რთული იყო.
„ეს ფიზიკურად ძალიან რთული იყო“, – ამბობს სელმა.
„მე და სელმას საკმაოდ გიჟური ცეკვის სცენა გვაქვს“, – დასძინა ჩენინგმა.
დიახ, სელმასა და ჩენინგის ცეკვის სცენა მართლაც საოცრად ცეცხლოვანი და პიკანტურია. ფილმის ახალი ნაწილის პრემიერა 2023 წლის 10 თებერვალს შედგება.
56 წლის სელმა ჰაიეკი ყველა ქალის საოცნებო კაბაში „ღამის შოუს“ ჩაწერაზე
ფოტო: ხანგრძლივი და დაჟინებული მზერა ჩენინგ ტატუმისგან – სანდრა ბალოკი სასწაულ ფორმაშია