ნიუ-იორკში, Prudential Center–ში, მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული, MTV Video Music Awards–ის დაჯილდოება გაიმართა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტი ყველაზე მეტი ნომინაციით წარდგა და შოუ მთავარი გამარჯვებულის ტიტულით დატოვა.
ტეილორ სვიფტის მორიგო ტრიუმფი და MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულთა სია
შოუს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია, უეცრად სცენაზე ყველასათვის საყვარელი ბოი ბენდი, NSYNC გამოვიდა და მაყურებლის დამანგრეველი ოვაციებიც დაიმსახურა.
კადრში მოხვდა საღამოს ტრიუმფატორი, ტეილორ სვიფტიც, რომელიც სიურპრიზით აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა მას წინ გაცილებით სასიამოვნო რამ ელოდა. ჯგუფის სოლისტმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა „საუკეთესო პოპ- ნამუშევრის“ ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა და ის ისევ და ისევ ტეილორ სვიფტი გახლდათ.