LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ სერიალად გაგარძელდება

214

ცნობილი პროდიუსერი, რაიან მერფი, სერვის Netflix-სთვის დრამატულ სერიალს „Ratched“ გადაიღებს, რომელიც საკულტო ფილმის, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ გაგრძელება იქნება.

პროექტი ორი სეზონისგან და 18 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და მასში უფროსი მედდის, მილდრედ რეტჩედის ისტორია გაგრძელდება, რომელიც 1975 წლის ფილმში ლუიზა ფლეტჩერმა განასახიერა.

ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ახალ ნამუშვარში მთავარ როლს სარა პოლსონი შეასრულებს. გადაღებები კი 2018 წლის შუა ნაწილში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მერფის ყველაზე ცნობილი ნამუშვარია სერიალი „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, რომელიც ტელეარხ FX-ზე გადაიცემა.