„ცივი ომი“ ნიკოლა პელტცსა და მის დედამთილს, ვიკტორია ბექჰემს შორის გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ბექჰემების მილიარდერი რძალი დედამთილის მიერ შეთავაზებული კაბის ჩაცმას საერთოდაც არ განიხილავდა.
„მათ შორის დაძაბული ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება. ვიკტორიამ ახლად დაქორწინებულ წყვილს ქორწილში პირველი ცეკვაც კი მოჰპარა. მას შემდეგ კი რაც მან გაიგო, რომ ნიკოლა მისი კაბის ჩაცმას არ აპირებდა და არჩევანი „ვალენტინოს“ ბრენდზე შეაჩერა, რძალი პარიზის მოდის კვირეულზე, საკუთარ ჩვენებაზე არ დაპატიჟა“, – აცხადებს ინსაიდერი.