LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორიასთან კონფლიქტის გამო, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი, დევიდ ბექჰემის ფილმის პრემიერას არ დაესწრნენ

276
დევიდ-ბექჰემი

ცოტა ხნის წინ ლონდონში დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. ფილმის სახელწოდებაა „გადაარჩინეთ ჩვენი გუნდი“ და ის საფეხბურთო კლუბის „ინტერ მაიამის“ ისტორიას გვიყვება, რომლის თანამფლობელი დევიდ ბექჰემია. ფილმში აღწერილია დევიდის როლი ახალბედა ფეხბურთელების აღმოჩენისა და მათი პროფესიული განვითარების ნაწილში. ფილმი კინოსტუდია Twenty Twenty-მ გადაიღო.

ფილმის პრემიერაზე ბექჰემებმა ტრადიციისამებრ, ერთად მოიყარეს თავი. საინტერესოა, რომ პრემიერას არ დაესწრო წყვილის უფროსი ვაჟი, ბრუკლინი მეუღლესთან, ნიკოლა პელცთან ერთად. ვიქტორიასა და ნიკოლას შორის, საქორწილო კაბის გამო დაწყებული სკანდალი, დღეს კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იღებს.

ვიდეო: იდილია თუ ჭორების გაქარწყლების აქტი – რძალ-დედამთილის შეხვედრა და ვიქტორია ბექჰემის რეაქცია ვაჟის დანახვაზე

„მე ვირჩევ მეუღლეს!“- ბრუკლინ ბექჰემის პირველი კომენტარი ნიკოლა პელტცისა და ვიქტორია ბექჰემის დაპირისპირებაზე

ვიქტორია ბექჰემი გვიხსნის, რატომ ატირდა ის ჩვენებაზე ბრუკლინის დანახვის დროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები