ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Vivo  V21 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა, მათ შორისაა V21V21 5G და V21e. უახლესი სმარტფონების გაყიდვა 5 მაისიდან დაიწყო.

V21-სა და V21 5G-ის 6,44-დუიმიანი AMOLED ეკრანი აქვთ, ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობენ და კომპანია

MediaTek-ის პროცესორით Dimensity 800U 5G არიან აღჭურვილი.

მეორე მოდელი 5G მხარდაჭერით სარგებლობს.  V21e-ის AMOLED ეკრანის ზომაც 6,44 დუიმია. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და კომპანია Qualcomm-ის პროცესორით Snapdragon 720G არის აღჭურვილი. რაც შეეხება ელემენტის ტევადობას, ის 4000 mAh-ის შეადგენს. მათი ღირებულება 320-390 აშშ დოლარია.

 

კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები