LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის კაბა“ და განსაკუთრებული ფეხსაცმელი – ირინა შეიკის გრაციოზული გამოჩენა

247
page

გლამურულმა გამოცემამ „ვოგი“ ვარსკვლავური ვახშამი გამართა, სადაც არაერთ „სელებრითს“ უმასპინძლა. სასტუმრო The Londoner-ში ისეთი ვარსკვლავები შეიკრიბნენ, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, სტელა მაკსველი, ირინა შეიკი და ა.შ…

სხვათა შორის, სტუმების უმეტესობას შავი ფერის სამოსი ამშვენებდა. ჩვენ უკვე ვიხილეთ „შავი გედის“ გრაციოზული გამოჩენა საღამოზე.

„შიშველი შავი გედი“ შავ კაბა-საღამურში – 52 წლის ნაომი კემპბელის პიკანტური გამოჩენა „ვოგის“ საღამოზე

კიდევ ერთი მოდელი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, გახლდათ ირინა შეიკი. მან მართლაც გასაოცარი კაბა მოირგო. შავი გრძელი,  ბადე-კაბა ტყავის დეტალებით იყო გაფორმებული, აღნიშნულ „ლუქს“ შეიკმა შავი პიჯაკი, დახვეული თმა და ალისფერი ტუჩსაცხი შეუხამა. მოგვიანებით მან ფოტოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. განსაკუთრებული ფეხსაცმელი ეცვა ირინას. ღია საზაფხულო ფეხსაცმელს ქალის სილუეტის ქუსლი ამშვენებდა.

როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი თეთრი მაისური გლამურულად – ირინა შეიკის გამოჩენა „გალიანოს“ ულამაზეს კაბაში

 

View this post on Instagram

 

A post shared by irina shayk (@irinashayk)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები