კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი რომანტიკულ მოგზაურობაში იტალიაში გაემგზავრნენ. წყვილი არდადეგებს ვერონაში ატარებს, სწორედ იქ გადაიღეს პაპარაცებმა ჰიპ-ჰოპ არტისტი, რომელიც ქუჩაში ამჯერად მარტო სეირნობდა და ცხელი ამინდის მიუხედავად, საკმაოდ თბილად ეცვა.
ამჯერად კანიეს „ლუქი“ ჭეშმარიტად კავკასიური იყო. ამ დღეს ეპატაჟურ მუსიკოსს ყაბლახის მსგავსი კაპიუშონი ეკეთა, ფეხზე კი ცეკვის ,,ჩუსტები” ეცვა.
კანიე უესტი „ბალერონებსა“ და „სამუხლეებში“ ახალ მეუღლესთან ერთად სეირნობს
ცნობისთვის, „ტვიტერმა“ უესტს ანგარიში აღუდგინა. მისი ანგარიში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაიბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეპერმა რამდენიმე პოსტი გაავრცელა, რომლებშიც დავითის ვარსკვლავში სვასტიკის გამოსახულება გამოიყენა.