LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაკ ეფრონი „დისნეის“ ლეგენდარული ფილმის „სამი მამაკაცი და ახალშობილი“ რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას

160
safe-image

ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მალე „დისნეის“ ფილმის, „სამი მამაკაცი და ახალშობილი“  რიმეიქს გადაიღებენ. ფილმში კი მთავარ როლს 32 წლის ზაკ ეფრონი შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი, რომელიც 1987 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლები ტომ სელეკმა, სტივ გუტენბერგმა და ტედ დენსონმა შეასრულეს, სამი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უეცრად 6 თვის ბავშვს იპოვიან და მათი ცხოვრებაც თავდაყირა დადგება.

რიმეიქის პროდიუსერი გორდონ გრეი იქნება, სხვა მსახიობების ვინაობა და გადაღებების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები