LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 წლის ასაკში გაჩენილი მესამე შვილის შემდეგ შეცვლილი ცხოვრება და დაკლებული კილოგრამების საიუდუმლო

7
61016081_2785982758083859_1137287114979803136_n

გადაცემა ,,ვიზიტორის’’ სტუმარი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო არაზაშვილი იყო, რომელმაც გიგა ბატკუაშვილთან ინტერვიუში ახალი გადაცემაზე, ოჯახზე და დაკლებულ კილოგრამებზე ისაუბრა.

როცა გაქრი ეკრანიდან…

იყო წლები, როცა მხოლოდ ერთი წამყვანი ჰყავდა ,,რუსთავი 2″-ის დილის გადაცემას, ეს მე ვიყავი და ძალიან რთული იყო. მთავარი პროდიუსერის მოვალეობასაც მე ვასრულებდი და ორჯერ მივდიოდი სამსახურში და ორჯერ მეძინა 3-3 საათი. ეს იყო საუკეთესო შემოქმედებითი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ როცა 40 წლის ასაკში მესამე შვილი გამიჩნდა, ადვილი არ იყო დრო სწორად გამენაწილებინა. ისედაც მეშვიდე თვემდე ვიჯექი ეთერში. ბავშვის გაჩენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა დედას უნდა, უფრო მეტი ყურადღება ბავშვს დაუთმოს, მეც რაღაცები სხვანაირად გადავაფასე და მივხვდი, რომ აღარ ღირდა. ყველაზე მთვარი მაინც არიან ოჯახის წევრები. ასაკს მაინც თავისი მოაქვს. არასდროს მოწოდებით წამყვანი არ ვიყავი, ჟურნალისტობა კი ნამვილად მინდოდა იმ ასაკიდან, როცა ამ პროფესიას ჩემს გარშემო ძალიან ცოტა ეუფლებოდა.

როცა დაამთავრე ჟურნალისტიკის სპეციალობა…

დღეს ამ გადმოსახედიან არ მგონია, რომ თუ გინდა ჟურნალისტი გახდე, ჟურნალისტიკაზე უნდა ისწავლო. არ ვთვლი საჭიროდ, რომ 4 წელი თეორიულ სწავლაში უნდა მოცდე. ნებისმიერმა ჟურნალისტმა უნდა აირჩიოს კონკრეტული მიმართულება, პროფესია და თუ უნდა, მერე დახელოვნდეს ჟურნალისტიკაში, სადაც მხოლოდ პრაქტიკა დაეხმარებათ. წარმოდგენაც კი მზარავს, რა მოხდებოდა მე რომ ჟურნალისტიკა დამემთავრებინა და ვერ მეპოვა სამსახური. ამიტომ მე ახლა ხელს ვუწყობ ჟურნალისტებს.

გადაცემა ,,პირველამდე’’ …

მე როდესაც შემიკვეთეს გადაცემა ,,პირველამდე’’, რომელიც ითვალისწინებს დროს 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებიდან 1-ელამდე, ეს იყო დიდი გამოწვევა ჩემთვის, რადგან ეს დრო არ იყო ათვისებული. ტელეკომპანიას მოუნდა ალტერნატიული ვარიანტი შეეთავაზებინა მაყურებლისთვის. მე ვცდილობ, ამ გადაცემით სტიმული მივცე ხელოვნების მოღვაწეებს, ყველას, ვინც რამე საინტერესოს აკეთებს და ძალიან დიდი ყურადღება მივაქციო სოციალურ თემებს.

წონის პრობლემა…

დავიკელი ისე, რომ ენდოკრინოლოგი, რომელთანაც შეხება მაქვს მეგონა, დიეტის ამ ფორმას კატეგორიულად ამიკრძალავდა. ეს არის 18 საათიანი უჭმელობის დიეტა, 24 საათის განმავლობაში, 6 საათი ვჭამ და 18 საათი არ ვიკვებები. 3-ჯერ ვჭამ, კვებიდან კვებამდე მინიმუმ 3 საათი უნდა იყოს გასული და ამოღებული უნდა იყოს ცომი და ტკბილი. 18 საათიანი უჭმელობა გულისხმობს იმას, რომ ამ პერიოდში შეგიძლია უშაქრო ყავაც დალიო და წყალიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები