LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გიო ვერ იქნებოდა მაიას გარეშე, გიოს შემოქმედების 70 პროცენტი დედაჩემის გარეშე წარმოუდგენელია“ – ზუკა ხუციშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

22
news-size-show

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორი“ სტუმარია მომღერალი ზუკა ხუციშვილი, რომელმაც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, მუსიკალურ ინდუსტრიაზე და ოჯახზე ისაუბრა.

მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, შენ ძალიან პატარა ასაკში გახდი ვარსკვლავი, გენატრება ბავშვობა?

მე ამ საკითხს ასე არ ვუყურებ, ვარსკვლავად არ აღვიქვამ საკუთარ თავს, მითუმეტეს, რომ ქართულ ესტრადაზე მართლაც ნამდვილი ვარსკვლავები არიან. იმ პერიოდში ზოგი ხატავდა, ზოგი ფეხბურთით იყო დაკავებული, მე აღმოვჩნდი სცენაზე, ხალხის ყურადღების ქვეშ. ამ სითბოს დღემდე ვგრძნობ და ყველა ადამიანის მადლობელი ვარ. ამ ყველაფერში ალბათ დიდი შრომა იყო ჩადებული, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, თამაშივით იყო ეს ყველაფერი, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭი იყო. სხვათა შორის, ადრე არ ვღელავდი, ახლა უფრო ვღელავ ხოლმე. უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, მსმენელისა და მამაჩემის მიმართ.

მამასთან ურთიერთობის შესახებ გვესაუბრე,

გიო იყო ადამიანი, რომელიც მკაცრი იყო როცა ეს საჭირო იყო და ლმობიერი იყო, როცა საჭირო იყო. ის მე სიმღერას არასდროს არ მაძალებდა. სულ მეუბნებოდა, რომ ცალკე პროფესია უნდა მქონოდა. აი, სხვათა შორის, გიოს ვარსკვლავის გახსნას კი დავესწარი, მაგრამ თავიდან ბოლომდე ღონისძიების ჩანაწერი არც კი მინახავს, ძალიან რთულია ეს ყველაფერი ჩემთვის. გიო იყო ადამიანი, რომლის ირგვლივაც მუდამ ხალისი და პოზიტივი იყო. დღემდე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მასზე რაიმე ცუდს იტყვის. უკვე ბოლოს, ცუდად რომ იყო და ჩემი მეუღლე რომ მოვიდოდა ხოლმე სტუმრად, მაინც ადგებოდა და ჩაეხუტებოდა.

რატომ არ წახვედი გიოს ქალაქური ჟანრის გზაზე და ასევე მაინტერესებს, რას უსმენს დღესდღეისობით ახალგაზრდა თაობა?

პრინციპში, სულ ასე იყო, მე ერთ ჟანრში კმაყოფილებას ვერასდროს ვიღებდი, სულ ექსპერიმენტებში ვართ ხოლმე. ზოგადად ქართველები ყველაფერში მრავალფეროვნები ვართ. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ხოლმე კონცერტებზე და ეს ძალიან მახარებს.  ზოგადად, მგონი მუსიკას ასაკი არ აქვს, ის ყველას გვაერთიანებს, მას დიდი ძალა აქვს. ჩემი ყველაზე დიდი შემფასებელი და კრიტიკოსი ჩემი დედაა, მაიას გარეშე არც გამოვიდოდა არაფერი. ბევრმა არც კი იცის, რომ გიოც ვერ იქნებოდა მაიას გარეშე, გიოს შემოქმედების 70 პროცენტი მაიას გარეშე წარმოუდგენელია.

როგორი მეუღლეა ზუკა და თუ მიგიძღვნია ცოლისთვის სიმღერა?

ვცდილობ, რომ კარგი ვიყო, მე ამის მაგალითი მქონდა მამაჩემისგან, თუმცა ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. იმედი მაქვს, რომ ნორმალური მეუღლე ვარ. სიმღერა რა თქმა უნდა მიმიძღვნია მისთვის.

ახლა შენს ძმაზე გვესაუბრე,  ნოდარიკოზე,

ნოდარიკო ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. ჩვენ სულ ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ გავიზარდეთ, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.  მუსიკალურადაც ბევრჯერ ვყოფილვართ ერთად, ერთად შეგვისრულებია სიმღერები.

როგორც ვიცი, არაერთ საინტერესო ადგილას გიმუშავია,

პროფესიით დიპლომატი ვარ, 2 წელი ამერიკაში ვცხოვრობდი, სხვათა შორის, ძალიან რთული იყო ჩემთვის სხვაგან ცხოვრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები